|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის მუნიციპალეტში წელს 128 პროექტი ხორციელდება

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჭიათურაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ ჭიათურაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან შენობებს და ქორწინების სახლის ფასადს. ასევე, მოეწყო წერეთლის ქუჩაზე არსებული სკვერი და კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდის სავარჯიშო მოედანი. აღნიშნული პროგრამით განხორციელდა კინოს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 128 პროექტი ხორციელდება.

ავტორი: