|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წიგნის კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში

ქუთაისის ილია ჭვჭავაძის სახელობის  საჯარო ბიბლიოთეკაში, ქართული წიგნის ბაზრის კვლევის შედეგების  პრეზენტაცია გაიმართა.  პრეზენტაცია  ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და  საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ გვანცა ჯობავამ წარადგინეს.  შეხვედრას საჯარო ბიბლიოთეკის დირექტროტი ნარგიზი ჩოგოვაძე, მწერალთა კავშირის წარმომადგენლები, მწერლები და  წიგნის გამომცემლები დაეწრნენ.

"ეს პირველი სრულფასოვანი კვლევაა, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩატარდა. კვლევა მოიცავს 2013-1015 წლებს.  წიგნის სექტორში არსებული ვითარების სრული შესწავლის მიზნით გამოკითხული იქნა, როგორც გამომცემლები, დისტრიბუტორები, წიგნის მაღაზიები, ელექტრონული მაღაზიები, ბიბლიოთეკები და მკითხველი. კვლევის არეალი მოიცავდა დიდ ქალაქებს, თბილისს, ბათუმსს, ქუთაისსა და თელავს",-აღნიშნა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა.

კვლევის მიზანი წიგნის სეგმეტის ყველა კომპონენტის შესახებ სრული სტატსტიკური ინფორმაციის მიღება, წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასება, სუსტი მხარეების გამოვლენა და არსებული პრობლემების დადგენაა. 

ქუთაისის შემდეგ პრეზენტაცია ბათუმში გაიმართება. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა