|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვეყანაში, წინა წლებთან შედარებით, ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა მოიმატა

საქართველოში წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  

მისი ცნობით, ბოლო 7 თვეში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.

ბოლო დღეებში  ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ახალციხის მუნიციპალიტეტში 2 პირს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი ერთ პირს დაუდასტურდა.  შემთხვევა დაფიქსირდა შიდა ქართლშიც. 

დაავადება ტკიპების საშუალებით სხვადასხვა ცხოველიდან, განსაკუთრებით შინაური ცხოველებიდან ვრცელდება. 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა