WIZZ GET LOST-ფარგლებში სოციალურ მედიაში განთავსებული კონტენტი 26 მლნ. ნახვას გადასცდა
Wizz Air- ის წარმომადგენლების ინფორმაციით, საქართველოში პროექტის WIZZ GET LOST-ფარგლებში ჩამოსული ბლოგერისა და ინფლუენსერის სოციალური მედიაში განთავსებული კონტენტი დღევანდელი მონაცემებით, 26 მლნ. ნახვას გადასცდა. მონაცემები, ყოველდღიურად მზარდია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით კი, ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხითაც Wizz Air-თან თანამშრომლობა წარმატებულია.
„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა არამხოლოდ ახალი მიმართულებების დამატების კუთხით, არამედ ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხითაც წარმატებულია. ამის ნათელი დადასტურებაა სულ ახლახანს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში აბუ დაბიდან განხორციელებული სპეციალური ჩარტერი, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ბლოგერები და ინფლუენსერი ჩამოიყვანა. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად, იმერეთის ცნობადობის ამაღლებას და პოზიციონირებას ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე, რაც სრულიად ახალია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ავტორი: ნიუპრესი