|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭორვილაში აქციის მონაწილეები და მედიის წარმოადგენლები მსუბუქად დაშავდენენ

საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში აქცია დასრულდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა სოფელი დატოვეს.

იქამდე მათსა და ადგილობრივებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ადგილობრივები ოპოზოციის წარმომდგენლებს კვერცხებს და ქვებს ესროდნენ.

შემთხვევის შედეგად აქციის მონაწილეებმა და რამდენიმე ოპერატორმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

დაპირპირიება სოფელში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გამოჩენას მოყვა. ადგილობრივები ჭორვილაში აქციას აპროტესტებდნენ. ოპოზიციამ კი აქცია სოფელ ჭორვილაში რამდენიმე დღის წინ დაანონსა და ამ ფორმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი