|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭორვილაში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობა“ და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა

ხმაური და დაპირისპირებაა საჩხერეში. სოფელ ჭორვილაში ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირპირიება ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოჩენას მოყვა.

ადგილობრივების თქმით, მათთვის მიუღებელია, მათ სოფელში პოლიტიკური აქციის გამართვა. როგორც ცნობილია, ოპოზოციის წარმომადგენლები ჭორვილაში დილით თბილისიდან გაემგზავრნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის გარუსებას.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ისინი ცდილობენ, მხარეები ერთმანეთს არ მიუახლოვდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი