წვიმა და ქარი- მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
29 მარტიდან 31 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების ამინდს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება განაპირობებს.
29 მარტს დღის მეორე ნახევრიდან სანაპირო რაიონებში, ხოლო ღამის საათებიდან ქვეყნის სხვა რეგიონებშიც დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3 - 4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა 1 აპრილამდე შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:35
13:33
14:39
12:35
















