წვიმა ელჭექით - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული საააგენტო ავრცელებს.
ამასთან, უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა





16:16
14:41
11:37
19:04
















