წყალტუბოში კარანტინში გადაყვანილი 11 პირიდან კოვიდ-19 არცერთს დაუდასტურდა
წყალტუბოში კარანტინში გადაყვანილ ადამიანებს კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
"წყალტუბოს თერთმეტივე კვლევაზე ყველაზე გვაქვს უარყოფითი პასუხი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ. რა თქმა უნდა, ჩვენი ეპიდემიოლოგები განაგრძობენ მუშაობას და არკვევენ ყველა იმ კონტაქტს, ვისთანაც პირველ ინფიცირებულს შეიძლება კავშირი ქონოდა"-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შესაბამისად, წყალტუბოში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ამ დროის მონაცემებით, არ იგეგმება.
შეგახსენებთ, წყალტუბოში 62 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც მისი კონტაქტებიდან 11 პირი კარანტინში გადაიყანეს, მათ შორის ოჯახის წევრები, რომელთაგანაც ერთ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ავტორი: ირინა მაკარიძე