|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს რამდენიმე სასტუმროს თვის ბოლოს ტენდერზე გამოიტანენ

წყალტუბოში, თვის ბოლოს ტენდერზე გამოგვაქვს ყველა ის სასტუმრო, რომელიც წინა მთავრობის დროს იყო გაპარტახებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა  განაცხადა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფომ უკვე გამოისყიდა წყალტუბოს წყალი. 

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თვის ბოლოს ვასრულებთ, ტენდერზე გამოგვაქვს ყველა ის სასტუმრო, რომელიც მანამდე წინა მთავრობის დროს გაპარტახებული იყო. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით წყალი დეკემბერში დავიბრუნეთ. წყალტუბოს წყალი იყო მთავარი შემაფერხებელი ბარიერი, რის გამოც ინვესტორები არ შემოდიოდნენ. მთავარი ღირებულება, სიმდიდრე წყალტუბოსი იყო წყალი, რომელიც იყო კერძო კომპანიის მფლობელობაში. ეს დავიბრუნეთ, 8 მლნ დოლარი გადავიხადეთ, რომელიც რეალურად უფრო მეტი ღირდა, 17 თუ 16 მლნ დოლარი. ახლა უკვე ძალიან მარტივად შემოვლენ ინვესტორები, ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებულია, აუცილებლად გამოვიტანთ სასტუმროებსაც და ძალიან მალე დაიწყება ეს მშენებლობებია“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა