|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს საკარანტინე სივრცეში ვირუსისაგან პრევენციის ნორმები დაირღვა

წყალტუბოს საკარანტინე სივრცეში უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული, რის გამოც იზოლირებულ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ-ინფორმაციას დაავადებთა კონტროლის წყალტუბოს სამმართველოს უფროსი ადასტურებს. მისი ინფორმაციით, სასტუმრო თავიდანვე არ იყო კარანტინისთვის სათანადოდ მოწყობილი, რის შესახებაც ტურიზმის ადმინისტრაციას აცნობეს, მაგრამ დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდა.

ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ კარანტინში ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს კარანტინში სხვა პირებთანაც ქონდა შეხება, რის გამოც ათ ადამიანს ანალიზი აუღეს.

ინფიცირებული მამაკაცი ქუთაისის ინფექციურ საავდმყოფოშია მოთავსებული. ის საქართველოში სარფის გავლით მოხვდა.

სასტუმროში მყოფი პირების თქმით, მათ არ იციან არის თუ არა სასტუმროში სათვალთავლო კამერები, ამასთან აცხადებენ, რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა