|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ჯეირან ომანაძის ფირმებმა 45 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს - ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ჯეირან ომანაძის ფირმებმა 45 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს.

ორგანიზაციის ცნობით, 27 მილიონი ლარი ქართული ოცნების დეპუტატის კომპანიების ანგარიშებზე უკვე დარიცხულია.

"ჯეირან ომანაძე 2010-2014 წლებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო საკრებულოში, ხოლო 2014-2017 წლებში და 2021 წლიდან კი ქართული ოცნების. 2023-2024 წლებში მისმა კომპანიებმა 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, საიდანაც 27 მილიონი ლარი უკვე დარიცხულია კომპანიების ანგარიშებზე. ჯეირან ომანაძე ქართული ოცნების შემომწირველიცაა - საკუთარი სახელით მან პარტიას 120 000 ლარი, ხოლო ერთ-ერთი კომპანიის სახელით 15 000 ლარი შესწირა. საკრებულოს წევრისა და მის მიერ მოგებული მილიონობით ღირებულების ტენდერების შესახებ ფლანგვის დეტექტორი 2020 და 2022 წლებშიც წერდა", - წერია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა