|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

წყალტუბოს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ერთმა დეპუტატმა დატოვა ნარგიზ ტყაბლაძემ დატოვა.

ტყაბლაძე აცხადებს, რომ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირების მიზეზით ტოვებს, რადგან მისთვის პარტიის ორად გაყოფა მიუღებელია.

„ნაციონალური მოძრაობის" უკვე ყოფილი წევრი საკრებულოში საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გეგმავს.

ცნობისთვის, წყალტუბოს 39 წევრიან საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" ამ დრომდე 13 დეპუტატით იყო წარმოდგენილი.

ავტორი: ნიუპრესი