|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

 წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილს და ვაკის გამგებლის მოადგილეს თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარემ კი მათი  400 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა. ორივე დაკავებულს ბრალი სუს-ში 26 იანვარს წარედგინა. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ თვლის.

 

"თავს დამნაშავედ არ ვცნობ და დადგება დრო, როცა ყველაფერი გაირკვევა"

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს 250 000 ლარის ქრთამად აღებას ედავებიან

ავტორი: ნიუპრესი