წყალტუბოს საოლქო კომისიის სხდომას კოვიდინფიცირებული წევრი ესწრება - ოპოზიცია
წყალტუბოს საოლქო კომისიის სხდომას კორონავირუსით ინფიცირებული წევრი ესწრება-ინფორმაციას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მარინა შალამბერიძე ავრცელებს.
მისი თქმით, კომისის თავმჯდომარემ ოქმში ცვლილებების შესატანად სხდომაზე გამოიყვანა კომისიის წევრი, რომელსაც, მათი ინფორმაციით, კორონავირუსი აქვს. ასევე, სხდომაზე იმყოფება ტემპერატურიანი ადამიანი, ის კორონავირუსის ტესტზე პასუხს ელოდება.
მისივე ინფორმაციით, ეს ადამიანები საფრთხეს უქმნიან სხვა წევრებს, თუმცა სხდომა გრძელდება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა