|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარს ანტისხეულებით კორონავირუსი დაუდასტურდა. შუახნის ქალი ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტია.

ის კარანტინში იყო გადაყვანილი და ვირუსზე შემოწმება ადგილზე ჩაუტარდა.

დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, პაციენტს, ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს, შესაძლოა, კლინიკაში გადაიყვანონ.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი სათნოების სახლის სერვისით სარგებლობდა, თუმცა მისი ინფიცირების შესახებ, ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვს სათნოების სახლის დირექტორს. მისი თქმით, არ მას ჯერ პასუხი არ მიუღია, თუმცა ადასტურებს, რომ სათნოების სახლში ეპიდემიოლოგები ორი დღის წინ მუშაობდნენ, ანალიზები აუღეს მის თანამშრომლებს და მოხალისეებს და მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ. მისი ინფორმაციით, ანალიზებს უღებენ ბენეფიციარებსაც.

სათნოების სახლი 180-მდე ბენეფიციარს ემსახურება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა