წყალტუბოს სოფლებში ხანძრის ოთხი ახალი კერა გაჩნდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხანძრის ოთხი ახალი კერა გაჩნდა. ცეცხლი ბალახის საფარს და ბუჩქებს სოფელ ჩუნეში, მაღლაკში და ზარათსა და რიონში უკიდია.
ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია სოფელ ჩუნეშში. ჯამში, ცეცხლი 50 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
წყალტუბოს მერის ინფორმაციით, ყველა ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ცეცხლის ქრობას ხელს ქარი უშლის. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 100-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა