წყალტუბოში ბანოჯის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა
წყალტუბოში, სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა და გზა გადაკეტა. მოსახლეობა უგზოობას აპროტესტებს და ხელისუფლებას უყრადღებობაში ადანაშაულებს.
მათი თქმით, წლებია გზის მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, რასაც მცირე ხმაური მოყვა.
აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.
"ხელისუფლება გაფრთხილებული იყო, გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით და მათ პრობლემის მოსაგვარებლად დრო ქონდა მიცემული",-განაცხადა წულაიამ.
მოსახლეობის თქმით, თუ ხელისუფლება გზის რეაბილიტაციას დროულად არ დაიწყებს, ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი