წყალტუბოში კოვიდინფიცირებული მამაკაცი კლინიკაში მედიის ჩარევის შემდეგ გადაიყვანეს
წყალტუბოში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის კლინიკაში გადაყვანა მხოლოდ მედიის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ პაციენტი ოჯახი აცხადებს.
პაციენრის მეუღლის, ხათუნა ლოლომაძის თქმით, 47 წლის კაცს ტემპერატურა და ვირუსის სიმპტომები 31 ოქტომბრიდან ქონდა.
"ჩემს მეუღლეს სხვა დაავადებაც აქვს და მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ჯგუფი ხუთჯერ გამოვიძახეთ და ადგილების არარსებობის გამო კლინიკაში ვერ გადავიყვანეთ. ვირუსზე ტესტის პასუხი კი მხოლოდ დღეს მივიღეთ. მას შემდეგ, რაც მედიასთან დაკავშირება გადავწყვიტეთ, მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი და თავისუფალი ადგილი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გამოჩნდა", - აცხადებს ხათუნა ლოლომაძე.
მისი თქმით, მისი მეუღლე კლინიკაში ამ წუთებში გადაიყვანეს.
ადგილზე მყოფი სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აქამდე კლინიკაში ვერ გადაიყვანეს, რადგან ტესტის პასუხს ელოდებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, შემოწმება ოჯახის სხვა წევრებს არ ჩატარებიათ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი