წყალტუბოში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გაზის მილს დაეჯახა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თერნალის დასახლებაში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა.
შეჯახების შედეგად მძღოლი ავტომობილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგად დაზიანდა გაზის მილი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
დაშავებული მამაკაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



15:46
10:15
11:28
















