|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 23 მაისს, 03.30 წთ-ზე გამოაქვეყნა. 

წინასწარი შედეგების მიხედვით, 9 საარჩევნო ოლქიდან 7-ში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო ორში 'ნაციონალური მოძრაობის "წარმომადგენლებმა.

წყალტუბოში "ქართული ოცნების" კანდიდატმა მურად ზაქარიაძემ 1245 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 64.31%-ია, Nაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ბუხური ფირცხალავამ 598 ხმა - ხმების 30, 89% მიიღო, ხოლო "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ივანე როყვა 93 ხმას დასჯერდა, რაც 4, 8% -ს შეადგენს. 

 წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება მურად ზაქარიაძემ მოიპოვა.

ავტორი: ნიუპრესი