|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

წყალტუბოს #58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ვანი, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს სამაჟორიტარო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი მხარდამჭერები მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ამომრჩევლის ხმებს იცავენ.

ნანუკა ჟორჟოლიანი კი საოლქო და ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თხოვს პასუხს კითხვაზე, საიდან გაჩნდა საარჩევნო სიაში 6 ათასი ადამიანი, რომელიც არ არსებობდა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი