წყალტუბოში სტიქიამ საცხოვრებელი სახლი დაანგრია
სტიქიის შედეგებს ებრძვიან წყალტუბოში. ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით სოფელი ხომული დააზარალა.
დანგრეულია ერთი სახლი, დატბორილია ათამდე საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები. დატბორვა ვაზნარის ღელის ადიდებამ გამოიწვია.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ქალაქის მერის ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა