|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ტურიზმის განვითარების ცენტრი გაიხსნა

წყალტუბოში ტურიზმის განვითარების ცენტრი გაიხსნა, ახალი ობიექტი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

"ქვეყნის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხები შემოდის ტურიზმიდან, რომელიც იზრდება ყოველწლიურად. წყალტუბო ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია ადგილია ამ მხრივ. უნდა დავუბრუნოთ წყალტუბოს ის მნიშვნელობა, რაც ქონდა ისტორიულად. ამ ცენტრის გახსნა იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენ უკვე ვმოძრაობთ ამ მიმართულებით,"-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

 ტურიზმის ცენტრის შენობა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ათი მსხვილი ობიექტის ფარგლებში რეაბილიტირდა.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი