|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში ძლიერმა წვიმამ ქალაქის ცენტრალური ნაწილი დატბორა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. წყალმა დაფარა ქალაქის ცენტრალური პარკი, გზები, ასევე ქალაქის რკალზე განლაგებული შენობების ნაწილი.
 
მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ასევე მერიის, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების’’ თანამშრომლები. იწმინდება სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.
 ვაზნარის ღელის ადიდების გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. 
უხვმა ნალექმა ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა, ასევე 9 აპრილისა და გოგებაშვილის ქუჩებზე. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა