|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„წყალწითელას ხეობის სავანე - მოწამეთის მონასტერი’’- გამოფენა ქუთაისის მუზეუმში გაიხსნება

 გამოფენა „წყალწითელას ხეობის სავანე - მოწამეთის მონასტერი’’ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში 18 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიხსნება. 

 
გამოფენაში წარმოდგენილია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული მოწამეთის მონასტრის საგანძურის მნიშვნელოვანი ნაწილი - ძველი ხელნაწერი წიგნების სახით, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო XII-XIX საუკუნეებს მოიცავს.
 
აღნიშნულ თემას ეძღვნება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლევან ტყეშელაშვილის მოხსენება: - „დავით და კონსტანტინეს მარტვილობა და მოწამეთის მონასტერი’’ .
გამოფენის გახსნა 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ თბილისში მომხდარი  ტრაგიკული ფაქტის გამო გადაიდო. 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა