ვის დასაცავად ჩავიდნენ ვარლამ გოლეთიანი და რიონის ხეობის მცველები ჭყონდიდის ეპარქიაში?
"რიონის ხეობის" მცველი, ვარლამ გოლეთიანი დღეს თანამოაზრეებთან ერთად ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოში გამოჩნდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ნამავანჰესის წინააღმდეგ არსებული პროტესტის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის გოლეთიანის დედა მარიტა მუსელიანი.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვის მხადასაჭერად ჩავიდნენ ისინი ეპარქიაში გოლეთიანმა აღნიშნა , რომ ის მხარეებად არავის ყოფს და ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელების მომხრეა.
"ჩვენ თვალს ვადევნებთ ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს. ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო და ჩამოვედით, რომ ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას დავუჭიროთ მხარი. ეს არის ჩვენი აქ მოსვლის მიზანი". - თქვა მან.
თუმცა, როგორც შემდეგ გოლეთიანმა განმარტა, მხარს უჭერს პატრიარქს და მეუფე სტეფანეს.
აღსანიშნავია, რომ ვარლამ გოლეთიანი თეოლოგია, ხოლო მისი მამა კი, რიონის ხეობის 28 სოფლის მღვდელია. ისინი მხარს საპატრიარქოს უჭერენ, ამის გამო ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე არ მიუშვეს გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე. აქციის დატოვება მოუწია შვილმკვდარ მამას, მალხაზ მაჩლიკაშვილსაც, რომელიც ქუთაისში მამალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
თავის მხრივ, რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც. 14 აპრილს საპატრიარქო თავის განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამდა რიონის ხეობაში არსებული დაძაბულობისის გამო და ხელისუფლებას ხეობის მცველებთან დიალოგის დაწყებისაკენ მოუწოდებდა.
ცნობისთვის, ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბულობა რამდენიმე თვეა გრძელდება. ერთმანებს ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მომხრეები და პატრიარქის მიერ დანიშნული მეუფე სტეფანეს მხარდამჭერები უპირისპირდებიან.
გუშინ მეუფე სტეფანემ მომხრეებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, რის გამოც სალხინოში სხვადასხვა ეპარქიების წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. დღეს კი, სალხინოს ეკლესიის ეზოში დაპირისპირებული მხარები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, მან საქართველოს ეკლესია "პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვაში" ამხილა.
ავტორი: ნიუპრესი