ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - 22 ივნისამდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
22 ივნისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრაას უსი იქნება, ხოლო 20 ივნისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 18 ივნისის დილიდან 22 ივნისამდე შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში 18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 19-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა შესაძლოა, აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ნიუპრესი