ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
15 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს,
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +37 გრადუსი იქნება.
თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +33, +35 გრადუსია მოსალოდნელი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა