ხარაგაულის მერმა ახლობლებსა და ოცნების კოორდინატორებს მილიონამდე ლარის უტენდერო შესყიდვები გაუფორმა
ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა უტენდერო შესყიდვები გაუფორმა 11 პირს: ქართული ოცნების კოორდინატორებს, საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, მერიაში დასაქმებულებსა და მისი მეგობრების კომპანიას, - ინფორმაციას მედია პროექტი "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
მედია პროექტის კვლევის თანახმად, კომპანიების მფლობელების უმეტესობას წარსულში სამშენებლო სამუშაოების არანაირი გამოცდილება არ ჰქონია, მაგრამ მეწარმედ რეგისტრაციიდან რამდენიმე კვირაში მიიღეს მერიისგან ათი ათასობით ლარი.
2019 წლამდე მათგან მერია ფაქტობრივად არანაირ შესყიდვას არ ახორციელებდა, ხოლო 2019-21 წლებში ბიუჯეტიდან ჯამში 943,737 ლარი მიიღეს.
გამარტივებული შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის დროს ფორმდება, თუმცა ხარაგაულის მერმა ოცნების კოორდინატორებს 400 ათასი ლარი გადაუხადა ისეთ გეგმიურ სამუშაოებში, როგორიცაა გარე განათებების მოწყობა, წყლის წისქ
ვილის აშენება და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაზეც ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო.
აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის ხელმეორედ არჩეულმა მერმა 2016 წელს 450 ათასი ლარი გაფლანგა ამფითეატრის მოსაწყობად, სადაც მხოლოდ 2 შეხვედრა ჩატარდა და დღეს ამორტიზირებულია, ხოლო მისი მაჟორიტარი დეპუტატობის დროს, დეპუტატის ბიურო მის ძმას უფორმებდა ხელშეკრულებებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა