|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შექმნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხუნევში, ვეტყვიჭალასა და მაქათუბანში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, მდინარე ძირულა კალაპოტიდან გადმოვიდა და გზა დატბორა. აგრეთვე წყალმა დააზიანა ადგილობრივი მცხოვრების სახნავ-სათესი მიწა, რის შედეგადაც ნათესები გაუნადგურდა.
ზარალს ჩინური კომპანია აანაზღაურებს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ხიდებსა და გზებს აშენებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარეზე მიმდინარე სამუშაობის გამო მდინარის კალაპოტი დაზიანებულია, რის გამოც წყლის გატარება ვერ მოხდა და პრობლემები შეიქმნა.

ვერტყვიჭალაში კომპანიამ მუშაობა დაასრულა და სპეციალური ტექნიკა მუშაობს ახლა ხუნევში, სადაც მილებმა წყალი ვერ გაატარა და არხები იწმინდება.
სოფლის შიდა გზა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი, თუმცა გზა უკვე გაიხსნა და მოძრაობა აღდგენილია.
სტიქიის შედეგად წყალში ჩარჩა კომპანიის ტექნიკის ნაწილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა