ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდინარე ძირულა ადიდდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ძირულა ადიდდა. არსებული ინფორმაციით, მდინარემ მიმდებარე ტერიტორია დატბორა.
დაიტბორა ერთი ადგილობრივის მიწის ნაკვეთი. მიმდებარედ ჩინური კომპანია საავტომობილო გზის მშენებლობას აწარმოებს, სავარაუდოდ, დაზიანდა მათი ტექნიკა.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სტიქიას სხვა პრობლემები არ შეუქმნია და ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა