ხარაგაულის საკრებულოდან დეპუტატები პოლიციის ძალით გაიყვანეს
ხმაური იყო ხარაგაულის საკრებულოში. ადგილზე სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო. დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას მოყვა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თორენიკე ავალიშვილის განცხადებით, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძეს დიპლომი არ აქვს და ის თანამდებობას კანონდარღვევით იკავებს.
ოპოზოციონერები თავმჯდომარეს მოუწოდებენ, წარმოადგინონ დიპლომი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრებულოს სხდომას არ ჩაატარებინებენ.
დაპირისპირების გამო საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა და ოპოზიციის წევრები სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა