|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში მეაბრეშუმეობის განვითარებას იწყებენ

იმერეთის რეგიონში საპილოტე პროექტის – „აბრეშუმი ხარაგაულიდან“ განხორციელება იწყება. აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარის ამოქმედებას ხარაგაულში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი დანადგარი ხარაგაულში კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობით ამუშავდება. მეაბრეშუმეობის დარგის განვითარება თუთის ჯიშების გენოფონდის შენარჩუნებასა და სარეალიზაციო ბაზრების მოძიებას ითვალისწინებს.

მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის ასი ათასი ნერგი სახელმწიფოს უკვე გადასცა, რომელიც ბენეფიციარებს უსასყიდლოდ დაურიგდათ.ხარაგაულის მუნიცალიტეტში მათგან 1 000 თუთის ნერგი დაირგო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა