ხარაგაულში ნგრევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, დროებითი სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ზესტაფონის ფერომედის" ხელმძღვანელის თქმით, მათთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ათი ადამიანი შეიყვანა. სამმა კლინიკას პირველადი სამედიცონო დახმარების მიღების შემდეგ დატოვა. ექვსი კლინიკაში საშუალო სიმძიმის დაზიანებით რჩება, ერთ-ერთი კი ქუთაისში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გარდაცვლილია 62 წლის ადგილობრივი, დროებითი სამუშაოს შესასრულებად იყო ადგილზე გამოძახებული. შემთხვევის ადგილზე სპეციალისტების მუშაობენ. გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიებით დადგინდება, რა გახდა ჩამონგრევის მიზეზი.
ავტორი: ნიუპრესი