ხარაგაულში რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც ხარაგაულის მერი აცხადებს, გარდაცვლილი ადგილობრივია. ამასთან, კონსტრუქციიდან უკვე გამოიყვანეს ექვსი ადამიანი, ისინი სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკებში გადაიყვანეს.
კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები გრძელდება და არ არის გამორიცხული ნანგრევებში კიდევ იყვნენ სხვა თანამშრომლები.
კონსტრუქცია ვერტყვიჭალაში დილით ჩამოინგრა, მიზეზი სავარაუდოდ დიდთოვლობაა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა