|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში სოფელ ხიდარში სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულში სოფელ ხიდარში სამი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ისინი ადგილობრივები არიან და საკრაულას ხეობაში ნახირი ყავდათ გაყვანილი. მათგან ორის ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა. შეამჩნიეს მათი კვალი. ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა.

სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.

მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია.

უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მიმდინარეობს მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება, რომელიც მთაში მდებარეობს, ხოლო მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან. სოფლის საინიციატივო ჯგუფი ცდილობს გზის გაკვალვას.

ავტორი:

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 66.67%
არა - 33.33%
არ ვიცი - 0%
სულ - 15 ხმა