ხარაგაულში უბედური შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა და 10 დაშავდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, დროებითი სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ათი თანამშრომელი დაშავდა. მათ შორის 7 საქართველოს მოქალაქეა, 3- ჩინეთის.
დაშავებულები ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები. ამ ეტაპზე არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები დასრულებულია, თუმცა ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
გარდაცვლილია 62 წლის ადგილობრივი, რომელიც დროებითი სამუშაოს შესასრულებად იყო ადგილზე გამოძახებული. შემთხვევის ადგილზე სპეციალისტების მუშაობენ. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი და ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი იმყოფებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი