გვქონდა მოლაპარაკებები კატარულ საინვესტიციო ჯგუფთან „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის ფარგლებში“ - დავითაშვილი
„ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები კატარულ საინვესტიციო ჯგუფთან „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის ფარგლებში“, -ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, “საქართველო იმ მიზნობრივ ინვესტიციას მიიღებს, რომელიც საჭიროა წყალტუბოს გასაცოცხლებლად.”
„ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები კატარულ საინვესტიციო ჯგუფთან „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის ფარგლებში“ეს არის პროექტი, რომელიც საზოგადოებამ წლის განმავლობაში გაიგო. ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია და არა ერთი შეხვედრა ბიზნესთან, მათ შორის აუქციონზე გამოტანილი იყო ობიექტები, რომლებიც სახელმწიფოსთან ერთად შეისწავლა უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავტორიტეტულმა კომპანიამ. შესაბამისად, ჩვენ ამაზე ინფორმაცია მივაწოდეთ ბიზნეს, რამდენიმე ობიექტის გაყიდვა, რეალიზაცია მოხდა და საინვესტიციო შეთანხმება მოხდა ქართველ ინვესტორებთან. ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავს უცხოელი ინვესტორი, რომელიც სასტუმროს ბიზნესშია და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის ფარგლებში“, რომ მაღალი დონის სასტუმრო, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა შეიქმნას. იქნება როგორც სამი, ოთხი, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანწილად წარმოდგენილი გამაჯანსაღებელი და სპორტული კომპონენტები, იმ კვლევის და შესწავლების შესაბამისად, რაც ჩვენ კოლიაჟთან ერთად გავაკეთეთ და ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ზუსტად იმ მიზნობრივ ინვესტიციებს, რომელიც გვჭირდებოდა წყალტუბოს გასაცოცხლებლად და ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად გადასაქცევად“ , - განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, პროექტის საპრივატიზაციო თანხა 12 მლნ. იქნება.
„იცით, რომ მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ის, რომ სახელმწიფომ მოახდინა ძირითადი რესურსის, სამკურნალო წყლების გამოსყიდვა. დღეს ეს წყლები ხელმისაწვდომია, როგორც კერძო პირებისთვის, ვინც დაინტერესებულია უბრალოდ მომსახურება მიიღოს წყალტუბოში და საკმაოდ წარმატებით ხორციელდებოდა მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს საოპერაციო საქმიანობა. ასევე, ყველა იმ დაინტერესებული ბიზნესისთვის, რომელიც წყალტუბოში განახორციელებს ინვესტიციებს და მართლაც ამ გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას განაახლებს, ისევე, როგორც ეს იყო წარსულში და საკმაოდ პოპულარული იყო. ასე, რომ აქაც ჩვენი ხუთი ობიექტის განვახორციელებთ და ეს იქნება მინიმუმი. საპრივატიზაციო თანხა არის 12 მლნ. 35-მლნ.-მდე საინვესტიციო ვალდებულებებით, დამატებით უბრალოდ, რა თქმა უნდა, გეგმაში არსებობს მინიმუმ ვალდებულებებზე მეტს კომპანია/ინვესტორი განახორციელებს“,-განაცხადა დავითაშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი