ხელისუფლებამ 8 ნოემბერს 20 ივნისი გაიმეორა -ქუთაისში აქცია გაიმართა
თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას ქუთაისში უცხადებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მერიასთან შეიკრიბნენ და აქციის დარბევა გააპროტესტეს.
"არა ძალადობას"- მოითხოვენ აქციის მონაწილეები და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ 8 ნოემბერს 20 ივნისი გაიმეორა.
"თბილისში ხალხი შეიკრიბა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად და ხმების დასაცავად, მაგრამ ხელისუფლებამ დაარბია მოქალაქეები, რომლებიც ჯერ სრულად არც კი იყვნენ მისული ადგილზე. ვაპროტესტებთ ადამიანების დარბევას, სოლიდარობას ვუცხადებთ აქციის მონაწილეებს. დღეს ქუთაისში შევიკრიბეთ სპონტანურად, თუმცა აქციები გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, ერთი საათის წინ ცესკოსთან არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მიმართულ აქციას ხელისუფლება წყლის ჭავლით დაუპირისპირდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი