ხელისუფლების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება
„ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვისას ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების არაღიარებასთან დაკავშირებით მუხლები სისხლის სამართლის კოდექსს ემატება.
კერძოდ:
სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლს [სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები] დამამძიმებელ გარემოებად ემატება კონსტიტიცური წყობილების ან კონსტიტიციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა;
კოდექსს ემატება 316-ე პრიმა მუხლი - ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტიცური წყობილების წინააღმდეგ - საქართველოს მოქალაქის ან ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად, საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური წყობილების, ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს - სასჯელის სახით ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან სასარგებლო შრომა; იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან/და ჯარიმით.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა




12:21
16:16
14:41
11:37
06:00
















