|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია - კელი დეგნანი ანტიდასავლურ რიტორიკაზე

ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელმა საქართველოს მმართველი უმრავლესობის წევრების მიერ ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი ძალის წარმომადგენლები თან ეთანხმებიან ანტიდასავლურ განცხადებებს, თან აშშ-სთან თანამშრომლობაზე საუბრობენ, რაც გაუგებარია.


„არ მსურს გავაკეთო კომენტარი საქართველოში შიდა პოლიტიკურ თემებზე , ამას ხალხი ისედაც ხედავს, თუმცა ხელისუფლების დამოკიდებულება არის დამაბნეველი. გვესმის მესიჯები, რომელიც გარკვეულწილად ეთანხმება ანტიამერიკულ კამპანიას, მეორეს მხრივ, პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გამოთქვამენ მზადყოფნას და სურვილს რომ გაძლიერდეს პარტნიორობა აშშ-სთან.
მე ყოველთვის მინდა ვისაუბრო ფაქტებით. ვიცით, რომ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება, თუმცა სიმართლე ისაა, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად ეხმარებას საქართველოს განვითარებაში, მათ შორის ეკონომიკაში, ქვეყნის სუვერენიტეტსა და რა თქმა, უნდა დემოკრატიაში. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან ეს თანამშრომლობა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა