|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლების წარმომადგენლებს რიონის ხეობის მცველებმა სამი მოთხოვნა წაუყენეს

გუშინ გვიან ღამით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ნამოხვანჰესის მოწინააღდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები-სოზარ სუბარი, გივი ჭიჭინაძე, გოჩა ენუქიძე და ქუთაისის მაჟორიტარი ზაზა ლომინაძე შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აღნიშნეს, მოლაპარაკებების დროს სამი საკითხი დააყენეს, რომელზეც ხელისუფლებისგან რეაგირებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.

რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათთან მოწყობილი რკინის კედლის აღებას, რიონის ხეობიდან სამართალდამცავების გამოყვანას და სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას ითხოვენ.

მათ ისიც აღნიშნეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა შეხვედრისთვის არ იყო და მოლაპარაკებებიდან დადებითი განწყობით გამოვიდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რიონის ხეობის მცველების მოთხოვნების განხილვას რამდენიმე დღე დასჭირდება. ისინი იმასაც ამბობენ, რომ მზად არიან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხი გასცენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი