|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელმძღვანელობამ შეუსრულებელი გეგმა შეადგინა - გაფიცული მეშახტეები

ხელმძღვანელობამ შეუსრულებელი გეგმა შეადგინა - აცხადებენ ძიძიგურის შახტაში დასაქმებულები,  რომლებიც ხელფასების შემცირებას აპტოტესტებენ. 

მათივე თქმით, გეგმის შეუსრულებლობა კომპანიის ბრალია და არა მეშახეების. აცხადებენ, რომ გარკვეული მოცდენა კომპანიის გამო ქონდათ და ამ ფაქტს დამსაქმებელი არ ითვალისწინებს. მეშახტეები კუთვნილ ანაზღაურებას და იმ პირების დასჯას მოითხოვენ, რომელთაც შეუსრულებელი გეგმა შეადგინეს. ასევე საუბრობენ არასათანადო პირობებზე და ამბობენ, რომ წლებია შახტში არაფერი შეცვლილა.

როგორც ძიძოგურის შახტში დასაქმებულები აცხადებენ, პრობლემა შეიქმნა გაფიცულებისთვის საკვების მიწოდებაზე. შემცირებული ანაზღაურება ძიძიგურის შახტში დასაქმებულმა 70-მდე მეშახტემ მიიღო. მათი თქმით, პანდემიის დროს დამატებითი ანაზღაურება უნდა მიეღოთ.  სანაცვლოდ ამუშავეს.

შეგახსენებთ, ტყიბულში მიწისქვეშა პროტესტი გრძელდება. 11 მეშახტე მეორე დღეა ძიძიგურის შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებს. ისინი ხელფასის დაკლებას აპროტესტებენ და პროტესტის შეწყვეტას კუთვნილ ანაზღაურების მიღებამდე არ აპირებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი