ხმაური და დაპირისპირება "ნამოხვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე
ხმაური იყო ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. დაპირისპირება მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივებმა ქუთაისი - ალპანას გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები გზიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. შემთხვევის შედეგად აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა.
ამ დროისთვის ადგილზე მშვიდი მდგომარეობაა. რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე აქცია 21-ე დღეაა მიმდინარეობს. ისინი ჰესის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, პროტესტი არ შეწყდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა