ხონისა და ვანის დეპუტატობის სურვილი 9 კანდიდატმა გამოთქვა
საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში 9 განაცხადი შევიდა.
კომისიას დოკუმენტაციის გადამოწმებისათვის 2 დღის ვადა აქვს, რის შემდეგაც მოხდება კანდიდატების დარეგისტრირება.
განაცხადების შეტანის ვადა გუშინ 18 საათზე ამოიწურა. არსებულ 4 განაცხადს 5 გუშინ დაემატა. როგორც ცნობილია, გუშინ შეიტანა განაცხადი "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა გიგი უგულავამ.
არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატია იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომელსაც ამომრჩეველს დღეს პრემიერ-მინისტრი წარუდგენს.
ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.
პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში 28 აპრილს გაიმართება.
ავტორი: ირინა მაკარიძე