ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. უგულავას 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიერ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა შთანთქა დღეს გამოტანილი განაჩენი და შესაბამისად, დღეს გამოტანილი სასჯელი უგულავას მოხდილად ჩაეთვლება.
უგულავას ბრალად ედებოდა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა.
ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ სააპელაციო წესით გაასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, გიგი უგულავა ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. შუალედური არჩევნები ოლქში 28 აპრილს გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი




14:35
13:33
14:39
12:35
















