ხონში ცხოველთადამცველების ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა
ხონში ცხოველთადამცველების ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა.
აქტივისტების ინფორმაციით, სოფელ მათხოჯში ძაღლს დაუდგენელმა პირმა ბლაგვი საგნით ფეხი მოჭრა, ძაღლი მეპატრონემ კლინიკაში არ გადაიყვანა. დაზიანებული ცხოველის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის გამოც ცხოველდაცველებმა სოფელში აქცია გამართეს.
ადგილობრივებმა პროტესტის მონაწილეებს განუცხადეს, რომ ძაღლი დაკარგული იყო, სახლში დაზიანებული ფეხით დაბრუნდა, მათთვის უცნობია ვინ განახორციელა ძაღლის მიმართ სასტიკი ქმედება.
ცხოველის პატრონის განმარტებით, პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა კლინიკაში გადაყვანა ვერ მოახერხეს.
მათი თქმით, რამდენიმე ძაღლი ჰყავთ და მათზე არასოდეს უძალადიათ.
სს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლაწარმოება, ახლა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მიპყრობას გულისხმობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი