ხონში, საზაფხულო ბანაკში 9 სტუდენტი წყლით მოიწამლა
ხონში სტუდენტურ ბანაკში ინტოქსიკაცია დაფიქსირდა. სავარაუდოდ, მოწამვლა წყაროს წყალმა გამოიწვია.
9 სტუდენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბანაკიდან ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის ექიმის თქმით, ახალგაზრდები მათთან გუშინ მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, მათ დეზინტოქსიკაცია და საჭირო კვლევები ჩაუტარდა.
ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.
არსებული ინფორმაციით, ხონში ბანაკი "თავისუფალი უნივერსიტეტის" მიერ მოეწყო. უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ამ დროისთვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა