|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხონში ტენდერების უმეტესობას "ქართული ოცნების" შემომწირველი კომპანია იგებს"

იმერეთის ანტიკორუფციულ მოძრაობაში  ხონის საკრებულოს  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ზვიად ჩიმაკაძემ და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრმა ბაქარ ახობაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

როგოც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ზვიად ჩიმაკაძემ განაცხადა,  ხონში არსებული ტენდერების უმრავლესობას, შპს "როსტვერკი" და შპს "ჯ და ჯ" იგებენ. აღნიშნული კომპანიების დირექტორი "ქართული ოცნების"  წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატი ჯეირან ომანაძეა, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 120 000 ლარი შესწირა.

ომანაძის კომპანიებს,  ჯამში, მხოლოდ 2022 წელს 6.5 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული, რაც ხონის ბიუჯეტის თითქმის ნახევარია.

ანტიკორუფციულ მოძრაობის წარმომადგენლის,  ბაქარ ახობაძის განცხადებით,  მსგავსი ვითარებაა იმერეთის თითქმის ყველა რაიონში. 

"ანტიკორუფციული მოძრაობა აქტიურად სწავლობს იმერეთში არსებულ კორუფციულ ფაქტებს და ყველა მსგავსი ფაქტი საჯარო გახდება მოსახლეობისთვის", - განაცხადა ბაქარ ახობაძემ.  

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა